* წინა დღის გახსენება * საშინაო დავალება პროექტის იდეების მიმოხილვა * ბუკლეტის ნიმუშების გაცნობა *ტექსტურ რედაქტორში მუშაობა. * სარეკლამო ბუკლეტზე მუშაობა * რეფლექსია
დღევანდელი დღის მოკლე აღწერა:
დღევანდელი დღე წინა დღის შესწავლილი მასალის გახსენება- გამეორებით დავიწყეთ. ტრენინგის მონაწილეებმა გავაცანით ერთმანეთს საკუთარი პროექტის იდეები და მივეცით რჩევები.დავათვალიერეთ ბუკლეტის ნიმუშები, გავიხსენეთ ტექსტურ რედაქტორში მუშაობა: ცხრილებისა და სურათების ჩასმა, შრიფტის დამუშავება , ფერების შეცვლა, განსაკუთრებით მომეწონა სარეკლამო ბუკლეტის კოლაჟის შესწავლა-დამზადება. ტრენინგის ბოლოს მოვახდინეთ შესწავლილი მასალის რეფლექსია. დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან საინტერესო და საკმაოდ ბევრის მომცემი იყო რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთინოს!
* გაცნობა წარდგენა * გზამკვლევის დათვალიერება * XXI საუკუნის უნარ-ჩვევების გაცნობა *კურსის მოდულების მიმოხილვა * პორტფოლიოს საქაღალდეების შექმნა * პორთფოლიოს რუბრიკის ჩეკ-ლისტის გაცნობა * რეფლექსია
დღევანდელი დღის მოკლე აღწერა
ტრენინგის პირველი დღე საინტერესოდ დაიწყო.მონაწილეებმა გავიცანით ერთმანეთ. ვნახეთ ინტელის მიერ შექმნილი ფილმი "ხიდი მომავლისკენ" რომელიც ძალიან საინტერესო იყო .ტრენერმა-ქეთი ცერაძემ გაგვაცნო ინტელის სასწავლო პროგრამის არსი, მიზნები და ამოცანები. დავათვალიერეთ ინტელის სასწავლო კურსის გზამკვლევი, გავეცანით XXI საუკუნის უნარ-ჩვევებს. შევქმენით პორთფოლიოს საქარალდეები და გავეცანით თითოეულის დანიშნულებას.განვიხილეთ პორთფოლიოს ჩელკისტი. ტრენინგის ბოლოს მოვახდინეთ რეფლექსია- შევაჯამეთ დღევანდელი დღე. დღევანდელმა დღემ საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა .